პრეზიდენტის შეწყალება

პრეზიდენტი: დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულებში მსჯავრდებულების შეწყალებას

მძიმედ აღვიქვამთ იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ღრმად ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ამიტომ, დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებით შეწყალების აქტების გამოცემას, სანამ არ გავივლით კონსულტაციას ყველა აქტორთან შეწყალების პროცესის. ეს თავის თავში მოიცავს არამხოლოდ სახელმწიფო უწყებებს, ვინც ჩვენ გვაძლევს დახასიათებებს, არამედ იმ ჯგუფებს, რომლებიც სპეფიციკურად ძალადობაზე მუშაობენ, ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა, მოგვცენ უფრო მეტი დაკონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით.

კომენტარები