თალაკვაძე: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში პოზიტიურია, კრიტიკული შეფასებები შემცირებულია

საერთო ჯამში, ანგარიში არის პოზიტიური და თუ შევადარებთ წინა წლების ანგარიშებს, მასში კრიტიკული შეფასებები შემცირებულია. განსაკუთრებული აქცენტები არის გაკეთებული იმ დარღვევებსა და მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიებს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ კვლავ, ეს რჩება ძირითად გამოწვევად. ასევე არის საუბარი ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, სადაც ანგარიში ეთანხმება იმ შეფასებებს, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა გააკეთეს, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული და კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა. [...] რაც შეეხება სხვა თავებს, იქ არის საუბარი მედიის თავისუფლებაზე, პოლიციაში გატარებულ რეფორმაზე, სხვა რეფორმებზე, რომელიც ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით არის მნიშვნელოვანი და გამახვილებულია ყურადღება საპარლამენტო კონტროლის ისეთ მექანიზმებზე, როგორიც არის აუდიტის სამსახური და სახალხო დამცველის ოფისი.

პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", არჩილ თალაკვაძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნას ეხმაურება, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზეა საუბარი.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები