ლუკაშენკო კვირიკაშვილზე

ლუკაშენკო: კვირიკაშვილი 75 პროცენტით რუსი ადამიანია

როგორც ჩვენი პრემიერი კობიაკოვია, ისევეა საქართველოს პრემიერმინისტრიც, უბრალოდ ჩვენი პრემიერი 100 პროცენტით რუსია, იქ კი 75 პროცენტი რუსი ადამიანია. მასთან ერთად ვიჯექი მაგიდასთან და ქართულ ღვინოს ვაგემოვნებდი. ადამიანი გაიხსნა და თითქმის აცრემლებულმა დამიწყო ლაპარაკი რუსეთის მიმართ მის დამოკიდებულებაზე. ვინ ესაუბრა მას ასე? ყველაზე მარტივია მოშორება. ისინიც უკვე ამერიკული ჯაველინების, თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო იარაღის დემონსტრირებას ახდენენ. უკრაინაც და საქართველოც. ეს გვინდა? ბევრ რამეში, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავე. ამიტომაც გვიწევს ურთიერთობის ნორმალიზება იქაც და აქაც. 

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შესახებ. ლუკაშენკომ კვირიკაშვილის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მიმართვის დროს ისაუბრა.

კომენტარები