არჩევნები 2018

მდინარაძე: ვის ინტერესებშია ბანერისა თუ პლაკატის ჩამოხევა ძნელი მისახვედრი არაა

თქვენ ხედავთ რომ ძალიან მშვიდ ვითარებაში მიდის არჩევნები. რომ ყველა ამომრჩეველს აქვს საშუალება, თავისუფლად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, ასეთივე მშვიდი იყო წინასაარჩევნო პერიოდიც. დღეს ვნახეთ რომ ჩვენმა ოპონენტებმა ბანერების და პლაკატების ჩამოხევაზე ისაუბრეს. იცით რომ ისინი უკვე რამდენიმე თვეა საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ და მსგავსი ფაქტები აქამდე არ დაფიქსირებულა. ახლა ვის ინტერესში შედის ბანერისა თუ პლაკატის ჩამოხევა ალბათ ძნელი მისახვედრი არაა. არაფერში არ სჭირდება მმართველ პარტიას ასეთი სისულელეების კეთება

ევროპული საქართველოს პლაკატების ჩამოხევასა და მათ დაზიანებაზე ამბობს მამუკა მდინარაძე. ვანში გიგი უგულავას მთავარი საარჩევნო ბანერი დააზიანეს, ასევე ჩამოხიეს საარჩევნო პლაკატები. გიგი უგულავა ვანდალიზმის ფაქტებზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს.

კომენტარები