ფიქრია ჩიხრაძე

ჩიხრაძე: მივმართავ კობახიძეს, დაიწყეთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი

ვისმენთ ათასნაირ შეფასებებს, მოგვიწოდებენ – რომ ნუ მივაქცევთ ყურადღებას, ნუ ჩავვარდებით პანიკაში და ასე შემდეგ… თუ მათ არ აქვთ უნარი, მიმართონ შესაბამის ორგანოებს და დაიწყონ შესაბამისი პროცედურები, კიდევ უფრო გავუმარტივებთ საქმეს – არსებობს ამის, ასე ვთქვათ, საპარლამენტო გამოცდილება.

რეგლამენტი ზედმიწევნით იციან და კონსტიტუციაც ეცოდინებათ -არსებობს იმპიჩმენტის პროცედურა და როდესაც ქვეყნის მეორე თანამდებობის პირი უმძიმეს ბრალდებებს უყენებს ქვეყნის პირველ პირს – საქართველოს პრეზიდენტს, აუცილებელია, უბრალოდ ამას ხალხის და ქართული სახელმწიფოს პრესიტიჟი ითხოვს, რომ ამის თაობაზე დაიწყოს იმპიჩმენტის შესაბამისი პროცედურა.

სხვა შემთხვევაში, ჩვენ დავინახავთ იმას, რომ ან მართლაც უპასუხისმგებლო განცხადებებს ვისმენთ ყოველდღიურად და ამით ვსტრესავთ და შეურაცხყოფას ვაყენებთ ქართულ საზოგადოებას, ან უბრალოდ ვაკეთებთ განცხადებას და მერე არ გვაქვს უნარი, რომ ამ განცხადებებს ბოლომდე მივდიოთ

ამბობს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე. გიორგი მარგველაშვილს ქართული ოცნების დეპუტატები მივლინენებში დიდი რაოდენობის თანხის ხარჯვისა და პატიმართა შეწყალების მექანიზმის "ბოროტად გამოყენებისთვის" ედავებიან. ირაკლი კობახიძის თქმით, შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოროტად არის გამოყენებული. პარლამენტის თავმჯდომარემ შეწყალების მხრივ, სხვა ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ასმაგი სხვაობა აქვს.

კომენტარები