მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი ივანიშვილზე: სარკოფაგიდან დგება მუმია, რა სიჩუმეა...

როგორც გალაკტიონი იტყოდა:

"სარკოფაგიდან დგება მუმია, რა სიჩუმეა..."

გუშინ ივანიშვილს რომ შევხედე, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, თითქოს კუბოდან ამოიღეს და ხალხს დაანახეს. მუმიების დაბრუნება 2-ის პრემიერა ვეღარ შედგება!

საკუთარ facebook-ზე წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გალაკტიონ ტაბიძის ლექსი "სასაფლაონი" კი სრულად ასეთია: სარკოფაგიდან დგება მუმია. რა სიჩუმეა. ჰაერი ლურჯი აბრეშუმია. ორქიდეები ეცემა ნილოსს, როს მხურვალება ქვიშაზე კვნესის უნდა, რომ სული არ მიისილოს, უნდა სამარე ჰპოვოს რამზესის. ის იყო მეფე. ახლაა მტვერი, რომ საუკუნეთ რიგი გარიყოს, არ შეუძლია იყოს პირფერი, არ შეუძლია მტვერი არ იყოს. და საუკუნეთ რიგს თვლის მუმია: მზიანი დღეა თუ სამუმია.

კომენტარები