აქცია რუსთაველზე

პრეზიდენტი: მე არ ვდუმვარ, ჩემი წარმომადგენლები თავიდანვე აკვირდებოდნენ აქციას

მე არ ვდუმვარ. პირველივე წუთებიდან, რაც აქცია დაიწყო, ჩემი წარმომადგენლები ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში აკვირდებოდნენ აქციას, მათ შორის იმ ეპიცენტრში, სადაც მიმდინარეობდა აქცია, თქვენ ნახეთ ადმინისტრაციის არაერთი თანამშრომელი, რომელიც იქ სწორედაც ამ მიზნით იყო მივლენილი და ძალიან ნათლად უსვამდა ხაზს იმას, რომ მთავარი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ არ მოხდეს სიტუაციის გამწვავება და ესკალაცია. ეს ხდებოდა არა გუშინ, არამედ გუშინწინ დილიდან, რაც დაიწყო აქცია.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინტერპრესნიუსის ცნობით.

კომენტარები