ბაქრაძე: ფეხით სავალ ნაწილიდან კარვების აღება ვერ გამართლდება წესრიგის დამყარების მოტივით

“
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე რუსთაველზე მიმდინარე აქციის შესახებ.
სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია გამოხატვის და პროტესტის თავისუფლების შეზღუდვა იმ ფორმით, როგორც ეს დღეს რუსთაველის გამზირზე გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ქუჩის ფეხით სავალ ნაწილზე განლაგებული კარვების აღება ვერანაირად ვერ გამართლდება წესრიგის დამყარების მოტივით და შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ საზოგადოების დაშინებას ძალის ჩვენებით და ამ გზით სამართლიანი საპროტესტო მუხტის ჩახშობას, რომელიც ქვეყანაში არსებობს ზაზა სარალიძის საქმესთან დაკავშირებით.
”
მოკლე ბმული:
კომენტარები