დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი: ივანიშვილი თავად უნდა გახდეს პრემიერმინისტრი

დღევანდელ ვითარებაში ქვეყნისთვის არის საჭირო, და არა თავად ოცნებისთვის, რომ მივიღოთ სტაბილური მთავრობა. სტაბილური მთავრობა ვერ გვეყოლება, თუ ბიძინა ივანიშვილი დარჩება პარტიის ხელმძღვანელად და გვეყოლება ვინმე სხვა პრემიერმინისტრი. ასეთ შემთხვევაში დარჩება არასტაბილურობის კერა, ვინ არ უნდა იყოს ის პრემიერმინისტრი და ვინ არ უნდა იყვნენ მინისტრები. ერთადერთი სწორი გზა, ერთადერთი სწორი ნაბიჯი რაც ივანიშვილს დარჩა შექმნილ ვითარებაში არის ის, რომ მან სრულად აიღოს პასუხისმგებლობა არა მარტო პარტიის მართვაზე, არამედ ქვეყნის მართვაზე, ანუ თავად გახდეს პრემიერმინისტრი, იკისროს ეს ტვირთი, ვინაიდან მას მისცა ხმა ამომრჩეველმა, სწორად თუ არასწორად 2016 წელს, მისგან ელოდა კონკრეტულ სწორ გადაწყვეტილებებს, სხვების მეშვეობით მან ეს ვერ მოახერხა, ამიტომ თავად უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა.

პარტია "შენების მოძრაობის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გიორგი კვირიკაშვილის პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგომაზე ისაუბრა.

კომენტარები