სამთავრობო ცვლილებები

ზარდიაშვილი: ზოგიერთი NGO ვერ ხვდება, რომ წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა არაჯანსაღია

ქალბატონი თეა არის წარმატებული მინისტრი, მან ჩვენი ქვეყნისთვის ფასდაუდებელი სამუშაოები გაწია. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისთვის; ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისთვის; აღსრულების ახალი კანონისთვის; სისხლის სამართლის კოდექსის ძირეული ცვლილებებისთვის; დასკვნით ფაზაშია გადახდისუუნარობის ახალი კანონისთვის და სხვა უამრავი საკანონმდებლო ცვლილებისთვის რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს ქალბატონი თეას ხელმძღვანელობით. ვისურვებდი რომ მისნაირ მინისტრებს კიდევ დიდხანს ქონდეთ უანგაროდ და განსაკუთრებული პროფესიონალიზმით მუშაობის საშუალება. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც დაცლილი არიან სახელმწიფოებრივი ხედვებისგან, ვერც კი ხვდებიან როგორი არაჯანსაღია მათი მოთხოვნა იუსტიციის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით.

ქართული ოცნების დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა ეს განცხადება თეა წულუკიანთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში გააკეთა.

კომენტარები