ბაქრაძე: ბახტაძის მიერ წარდგენილი გეგმა ვერ პასუხობს საზოგადოებრივ მოლოდინს

მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი სამთავრობო გეგმა ვერ პასუხობს საზოგადოებრივ მოლოდინს. არცერთი იმ მიმართულებით, სადაც არსებობს საზოგადოების მოლოდინი, სადაც არსებობს თუნდაც ზაზა სარალიძის და მისი ოჯახის მოლოდინი, სადაც არსებობს იმ ადამიანების მოლოდინი ვინც დღევანდელ უსამართლობას აპროტესტებს, არც ერთი ამ მიმართულებით არ მოგვისმენია არც ერთი სიტყვა ცვლილებების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ამიტომ ასეთი მიდგომით და ასეთი შემადგენლობით ეს მთავრობა ვერანაირ პოზიტივს ამ ქვეყანას ვერ მოუტანს. ერთადერთი გამოსავალი არის ,არა სახელების და გვარების გადანაცვლება, არამედ, მთლიანად ამ პოლიტიკური გუნდის დამარცხება და სახლში გაშვება.

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე პრემიერობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი სამთავრობო გეგმის შესახებ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები