პენსიის ზრდა

მამუკა ბახტაძე: 2019-2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება

მთავრობა გაარგძელებს მიზნობრივ სოციალურ პროგრამებს მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად. დაგეგმილია 20-20 ლარით სახელმწიფო პენსიის ზრდა 2019 და 2020 წლებში. ამისთვის ბიუჯეტში დაახლოებით 400 მლნ ლარი გავითვალისწინეთ

2018-2019 წლებში პენსიის ზრდის შესახებ განაცხადა მამუკა ბახტაძემ, თუმცა ეს ინიციატივა სიახლეს არ წარმოადგენ, ის ჯერ კიდევ 2017 წელს მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა. საქართველოში რეგისტრირებულია 720 000 ასაკით პენსიონერი (500 000 ქალი, 220 000 მამაკაცი), მათი რაოდენობა ყოველწლიურად 2-3%-ით იზრდება. 2018 წელს საპენსიო უზრუნველყოფაზე ბიუჯეტიდან 1.7 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს.

კომენტარები