დროებითი მთვარობა

კობახიძე ბახტაძეზე: ღირსეული პრემიერმინისტრი ეყოლება ჩვენს ქვეყანას

მთავარი მოვლენა იყო მამუკა ბახტაძისთვის ნდობის გამოცხადება პრემიერმინისტრობის პოზიციაზე და მე მოხარული ვარ, რომ ამ პოზიციას იკავებს ღირსეული ადამიანი. ღირსეული პრემიერმინისტრი ეყოლება ჩვენს ქვეყანას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი წარმატებით გაუძღვება ქვეყნის მართვის საქმეს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ გადავდივართ ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე და მე მინდა, ძალიან დიდი წარმატებები ვუსურვო მამუკა ბახტაძეს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე

ირაკლი კობახიძე ახალი პრემიერის შესახებ. საქართველოს პარლამენტმა მამუკა ბახტაძის მთავრობის დროებით შემადგენლობას გუშინ, 99 ხმით 6-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ბახტაძე სამინისტროების რაოდენობის 11-მდე შემცირებას გეგმავს, ასევე აანონსებს ახალი სახეების გამოჩენას მინისტრთა კაბინეტში

კომენტარები