ეკოლოგია

კალაძე: დედაქალაქში გაუმართავი მანქანებით მოძრაობა გამორიცხული იქნება

თქვენ იცით, რომ 1-ლი ივლისიდან სავალდებულო ხდება სახელმწიფო ავტოპარკისა და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ავტომანქანების ტექდათვალერება, ეს არის პირველი ნაბიჯი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის. ამიტომ, მერიას ადმინისტრაციას და დაქვემდებარებულ სტრუქტრულ ერთეულებს მინდა დავავალო, დაუყოვნებლივ განახორციელონ ყველა იმ ავტომობილის ტექდათვალიერება, რომელიც ამ წესსს ექვემდებარება, და რომელიც ვერ გაივლის ტექდათვალიერებას, ამოღებული იყოს ხმარებიდან.

იგივე მიდგომა აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას, ანალოგიური მოხდება სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში, სამინისტროებში. ჩვენ უნდა ვყოთ პირველები, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ლოკომოტივები, ვაჩვენოთ ყველას, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი და გაუმართავი მანქანებით მოძრაობა იქნება გამორიცხული დედაქალაქში. ეს არის პირველი ნაბიჯები, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვა თვეების, წლების მიხედვით, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ არსებული რეალობა შეიცვალოს. ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს ცენტრალურ ხელისუფლებასთან და უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ დეტალურ ხედვას თუ რას გავაკეთებთ

თბილისის მერი კახა კალაძე ჰაერის დაბინძურებაზე საუბრისას.

კომენტარები