ვალერი გელაშვილის ცემის საქმე

სააკაშვილი: ისეთივე კავშირში ვარ გელაშვილის ცემასთან, როგორც კენედის მკვლელობასთან

აი, ზუსტად ისეთივე კავშირში ვარ გელაშვილის ცემასთან, როგორც კენედის მკვლელობასთან და ტროცკის მკვლელობასთან და კალიგულას მოშორებასთან. შეუძლებელია, რომ ამ პროცესს ვუწოდო სამართლებრივი. სამართალთან ამას ისეთივე კავშირი აქვს, როგორც მე მარსის შემდგომ კვლევასთან. ეს არის ჩვეულებრივი კლოუნადა, რომელსაც არაფერი სამართლებრივი არ სცხია. გაიხსენეთ კოსტუმების საქმე, გაიხსენეთ სამარცხვინო საქმე საპრეზიდენტო შეწყალების, რომელსაც ყველამ დასცინა და ახლა, ბურჯანაძის ჩვენების საფუძველზე ჩემი გასამართლება და მისჯა 6 წლის, ეს არის ერთადერთი ის, რომ ივანიშვილს უნდა საქართველოში არ დავბრუნდე. ის გააკეთებს ყველაფერს, რათა მე, როგორც ქართული თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი ვერ ჩამოვდიოდე საქართველოში. საქმის მთავარი მოწმე იყო ნინო ბურჯანაძე, პუტინის კონკრეტული მარიონეტი საქართველოში. მან ეს ჩვენებები მისცა პუტინთან ვიზიტების შემდეგ, პოსტსაბჭოთა სივრცეზე ყველაზე მეტად და ალბათ, მსოფლიოს მასშტაბით პუტინს ვაღიზიანებ მე. საქართველოში ივანიშვილი, ერთი მხრივ, ასრულებს პუტინის დაკვეთას, რომელიც პუტინს საჯაროდ აქვს გაცხადებული და მეორეს მხრივ, ცდილობს გაიხანგრძლივოს მის მიერ ქართველი ხალხის ძარცვა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის მიმართა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შესახებ რუსთავი ორის ეთერში. სააკაშვილს დღეს საქალაქო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები