თადუმაძე: პროკურატურის მთავარი პრობლემა დაბალი ნდობა და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინია

მთავარი პრობლემა, რაც პროკურატურაში არსებობს არის საზოგადოების დაბალი ნდობის ხარისხი და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი, რომელიც კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. მე წარვსდგები დღეს საბჭოს წინაშე და წარვუდგენ იმ ხედვას, რომელიც გამაჩნია პროკურატურის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, მაღალი საზოგადოებრივი ნდობის ხარისხი მოიპოვის ამ უწყებამ და მეორე მხრივ, კომპლექსური ხედვით მოხდეს იმ პრობლემის გადაჭრა, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია. ამ რეფორმის განხორციელების ფარგლებში, ჩვენ მივიღებთ სამართლიან პროკურატურას, თავდაჯერებულ პროკურორს და ღია სახელმწიფო უწყებას, რომელსაც მაღალი საზოგადოებრივი ნდობა ექნება.

მთავარი პროკურორობის კანდიდატი შალვა თადუმაძე საპროკურორო საბჭოს სხდომის დაწყებამდე. საბჭომ დღეს მთავარი პროკურორობის ერთი კანდიდატი უნდა აირჩიოს.

კომენტარები