სამთავრობო ცვლილებები

მაჭავარიანი: ფინანსთა სამინისტრო რეფორმების განხორციელებაში წამყვან როლს შეასრულებს

ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს რეფორმების განხორციელებაში, ეს არის პირველ რიგში მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვა და ეკონომიკის ინკლუზიურობა. პირველი რა საკვირველია, ხარჯების შემცირებასთან ერთად პროცესების ოპტიმიზაციას და ბიუროკრატიის შემცირებას ნიშნავს და ეს დღევანდელ დღეს პროცესების გაციფრულების გარეშე შეუძლებელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტრო ერთ-ერთი წამყვანი იქნება ამ პროცესში. რაც შეეხება ეკონომიკის ინკლუზიურობას, ეს თავის თავში მოიცავს იმ ყველა სიკეთეს, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია. უფრო სამართლიან განაწილებას და თითოეულ მოსახლეობამდე მიტანას. ესეც აისახება ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებში და მალე გექნებათ საშუალება იხილოთ ის ინიციატივები, რომელიც ამ მიმართულებით იქნება. ეს ყველაფერი დაიწყება მალე და 2019 წლის ბოლომდე ძირითადად უკვე უნდა იყოს ჩაშვებული ეს პროცესები, ზოგიერთი დამთავრებულიც კი

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატად ივანე მაჭავარიანი დაასახელა. მაჭავარიანმა პრემიერს და მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სამინისტროს პრიორიტეტებზე ისაუბრა.

კომენტარები