სამთავრობო ცვლილებები

მიხეილ ბატიაშვილი: ჩვენ გვაქვს გეგმა და ვიცით რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ძირეული ცვლილებები, რეფორმების გატარება განათლების ხუთივე საფეხურზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ახალი სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე. ტექნოლოგიების და ინოვაციების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ჩვენი ახალგაზრდების წარმატება და ისეთ დიდ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო ეკონომიკაში. ვფიქრობ, რომ როგორც განათლების მიმართულებით, იგივე ყველა ამ სფეროში გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც დაიწყება უმოკლეს პერიოდში და ორიენტირებული იქნება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფ შედეგებზე, პირველად შედეგებზე და გრძელვადიან პერიოდში იმ ეფექტზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ის ადამიანური კაპიტალი, რომელიც ორიენტირებული იქნება სწორედ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ამიტომ ჩვენ გვაქვს გეგმა, ჩვენ ვიცით, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ და შესაბამისად, ყველა ამ სფეროში დავიწყებთ უმოკლეს პერიოდში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას

მიხეილ ბატიაშვილი, რომელიც დღეს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად წარადგინა ამბობს, რომ განათლების მიმართულებ​ით, ასევე ყველა სფეროში გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც უმოკლეს პერიოდში  დაიწყება და სწრაფ შედეგებზე იქნება ორიენტირებული. 

კომენტარები