მეზვრიშვილი: გამორიცხული არ არის ხორავას ქუჩის საქმეზე სხვა პირებიც დავაკავოთ

გამოძიება გრძელდება სხვადასხვა მიმართულებით ჩვენ არ გამოვრიცხავთ მოვლენების არცერთი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას. ამის შესახებ არაერთხელ ვთქვით და ამის ნათელი დასტურია გუშინდელი დაკავების ფაქტი. კონკრეტულად მე ვერ გეტყვით რა მტკიცებულებების მოპოვებას შეძლებს გამოძიება, თუმცა მტკიცებულებების მოპოვება გრძელდება, როგორც კი შეგვექმნა საკმარისი სტანდარტი იმისა, რომ ბრალდებულის სტატუსით გუშინ შესაბამისი პირი დაგვეკავებინა ჩვენ ეს გავაკეთეთ. თუ შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებას შევძლებთ და ამ მიმართულებით ძალისხმევას არ ვიშურებთ, რა თქმა უნდა, სხვა პირების დაკავებაც გამორიცხული არ არის. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს. განცხადება ამის შესახებ შსს-მ გუშინ გაავრცელა.

კომენტარები