ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: ყველას უნდა ჰქონდეს სუფთა, არ უნდა შეეშინდეს გახდის და დანახვების

რეალური საგამოძიებო კომისია შეიქმნა, როგორც კი დადგა ამის მოთხოვნილება, თუ გახსოვთ და ალბათ იტყვიან ოპონენტები - ამას მუდამ ვითხოვდითო, არასდროს ითხოვდნენ ისეთ საკითხებზე, სადაც უნდა შექმნილიყო. როდესაც მწვავე საკითხი იყო და საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მძაფრი, გუნდი არ დაფიქრებულა, პარლამენტი არ დაფიქრებულა, მოახერხეს და ოპოზიციას გადასცეს... ეს პროცესიც არის გაგრძელება, თუ გნებავთ კაბელების და ტრაქტორების თემის, გაგრძელება იმ ხელწერის, სხვა ხელწერის უფლება გუნდს არ აქვს და ღირსეულად გუნდი ამ ხელწერას, ამ თამასას ინარჩუნებს. არის შეკითხვები საზოგადოების მხრიდან? აინტერესებთ ჩინოვნიკი თუ პროკურორი? ყველას უნდა ჰქონდეს სუფთა, არ უნდა შეეშინდეს გახდის და დანახვების, ეს არის დღევანდელი გუნდის პოზიცია, სხვა რესურსი გუნდს არც გააჩნია და ვერც მოვიხმართ

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში - აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით.

კომენტარები