ზურა ჯაფარიძე

ჯაფარიძე: ეს არ იყო კონკრეტულად მარიხუანას საქმე, ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის

საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით, ყველაზე დიდი დარტყმა მიადგა იმ რაღაც ნარკოკარტელებს, რომლებიც არიან ქვეყანაში და რომლებიც ძალიან დიდ ფულს შოულობენ. მინდა მოგილოცოთ ყველას, ვისაც გიხარიათ და ვისაც არ გესმით და არ გიხარიათ, რომ ჩვენ დღეიდან გაცილებით უკეთეს ქვეყანაში ვცხოვრობთ. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ იყო კონკრეტულად მარიხუანას საქმე, ეს იყო ბრძოლა ადამიანის თავისუფლებისთვის

გირჩის ერთერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე მარიხუანას ლეგალიზაციაზე. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურა ჯაფარიძისა და გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის საჩივარი, მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების შესახებ, რის შედაგადაც საქართველოში მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.

კომენტარები