მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება

მამა ანდრია: სრულიად გასაუქმებელია საკონსტიტუციო სასამართლო

არ შეიძლება, რომ ოთხი კაცი [საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები] სრულიად გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებდეს, 4-მილიონიანი ერის ნებას უგულებელყოფდეს და თავისი გაუგებარი ლოგიკით იღებდეს სრულიად დამღუპველ გადაწყვეტილებებს. ვფიქრობთ, სრულიად გასაუქმებელია საკონსტიტუციო სასამართლო. ესეთი იქნება რეკომენდაცია.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე tv იმედთან საუბარში მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციას ეხმაურება. მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმების გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ მიიღო, რითაც "გირჩის" სარჩელი დააკმაყოფილა.

კომენტარები