საკონსტიტუციო სასამართლოს მთლიანად აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი. მე მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებს ციხეში არ უნდა უშვებდნენ პლანის მოწევისთვის და თუ რამე ხდებოდა ამ მიმართულებით წინა წლებში და ახლაც ხდება, ეს არის გადახრა და არასწორია. მაგრამ ივანიშვილს ეს გადაწყვეტილება უნდა სხვა მიზნისთვის. იმიტომ, რომ როგორც ახლა დადგინდა უტყუარად, მისმა საყვარელმა დეიდაშვილმა უჩა მამაცაშვილმა ჩამოიყვანა ორი კვირის წინ კოლორადოს შტატიდან ექსპერტები მარიხუანის თემაზე და ისინი აპირებენ ივანიშვილის სააფთიაქო ქსელში ექსკლუზივის შექმნას და ასობით მილიონი დოლარის იმაზე გაკეთებას, რომ საქართველოს საზოგადოების ერთი ნაწილი დაბოლდეს, მოიხმარდეს მარიხუანას და ასევე, ეს გადიოდეს უცხოეთში. ერთი სიტყვით, ჯერ ბერა გამოვიდა სიმღერით ლეგალიზაციაზე და შემდეგ უკვე ივანიშვილი შემოვიდა თავის ფინანსური ინტერესებით.
მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება
სააკაშვილი ლეგალიზაციაზე: ივანიშვილი თავის სააფთიაქო ქსელში ექსკლუზივის შექმნას აპირებს
tbl.ge/3232
დაკოპირდა
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა.
ამავე თემაზე
- სად და ვის აეკრძალება მარიხუანას მოხმარება - შსს-მ საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა
- სააკაშვილი მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებაზე: ძალიან მაშფოთებს ჩვენი შვილების ბედი
- სერგეენკო: კოშმარშიც არ მინდა მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგის წარმოდგენა
- საპატრიარქო: ლეგალიზება ერის ღალატია, გასაუქმებელია საკონსტიტუციო სასამართლო
- მამა ბართლომე: საკონსტიტუციოს ვაი მოსამართლეებს დიდი ანათემა ელოდებათ