მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება

სერგეენკო: კოშმარშიც არ მინდა მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგის წარმოდგენა

ჩემი, როგორც ექიმის პოზიცია ასეთია, რომ ჩემდა გასაოცრად, საკონსტიტუციო სასამართლოს აღმოაჩნდა უფრო მაღალი ექსპერტიზა, ვიდრე ამ დარგის ექსპერტებს, რომლებსაც დღესაც არ აქვთ შეჯერებული პოზიცია და მიმდინარეობს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსია. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. მე არ მაქვს უფლება, რომ დავიწყო კრიტიკა, თუმცა ჩემი პოზიციაა არის ის, რომ კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში, მასწავლებელი ან ავიადისპეტჩერი

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებაზე.

კომენტარები