მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: რომელი პრეზიდენტი დადის ბრძოლის წინა ხაზზე? მე ვიყავი ერთადერთი მსოფლიოში

ტყუილია ის, რომ „წითელ ხიდზე“ რაღაც რიგი დადგა, ეს არის რუსული კლიშე და პროპაგანდა, რომელსაც იმეორებენ საქართველოს მტრები, ეს არის სიცრუე. ატრიალებენ კადრებს, როდესაც დაცვა მახტება თავზე, როდესაც წინა ხაზზე ვარ და რუსული თვითმფრინავები ქვემოთ დაფრინავენ. რომელი პრეზიდენტი დადის ბრძოლის წინა ხაზზე? მე ვიყავი ერთადერთი მსოფლიოში, ვინც ამას აკეთებდა - ეს არის სიმხდალის გამოხატულება თუ პირიქით? მოდი, ერთმანეთს ჩავხედოთ თვალებში და ვთქვათ, მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩემი სამშობლო დამეცვა. სამწუხაროდ, როდესაც რუსებმა თავისი ვასალი გამოაგზავნეს და მისი ხელით დამიწყეს დევნა, მე ძალიან ცოტა ხალხმა დამიცვა, მაგრამ ესეც სწორდება და სიტუაცია იცვლება

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა

კომენტარები