არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: მე ვიქნები პირველ რიგში ქალების პრეზიდენტი

მე ვიქნები პირველ რიგში ქალების პრეზიდენტი. პირველი ქალი პრეზიდენტი არ შეიძლება რომ არ იყოს ქალების პრეზიდენტი. არ მომხდარა ეს დიდი ხანია ჩვენს ისტორიაში. ქალთა წინააღმდეგ ზალადობა დამანგრეველია არა იმიტომ რომ ტრაგიკული სტატისტიკა გაგვაჩნია სხვა ქვეყნებთან შედარებით - არა, იმიტომ არის ეს ტრაგედია რომ ეს არის ჩვენი კულტურის დანგრევა. ეს არასდროს არ ხდებოდა და გაჩნდა უცბად. როგორც პრეზიდენტი ვიქნები ამ საკითხის მიმართ ყურადღებით. 

სოფელ დიდ ჯიხაიშში საპრეზიდენტო კამპანიის პრეზენტაციისას თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები