ჯონ მაკკეინი

ბახტაძე: მაკკეინი საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის ადამიანი იყო

მაკკეინი, ის გახლავთ ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც რომ ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადამიანი. ის იყო ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარი. მას ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ერისთვის. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ჩვენი ერისთვის განსაკუთრებით მძიმე წუთები იდგა. ამას ქართველი ერი არასდროს დაივიწყებს. მე დღეს გავაკეთებ სამძიმრის ჩასნაწერს აშშ-ის საელჩოში გახსნილ წიგნში. ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები აუცილებლად გაემგზავრებიან აშშ-ში.

ამბობს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ჯონ მაკკეინის გარდაცვალების შესახებ. აქამდე მამუკა ბახტაძემ მაკკეინის გარდაცვალების შესახებ მხოლოდ საკუთარ twıtter-ზე დაწერა.

კომენტარები