არჩევნები 2018

შენგელაია: მე ვარ ბიზანტიის იმპერატორის ანდრონიკ კომნენოსის შთამომავალი, დედაჩემის მხრიდან

მე ზუსტად ასეთი საკითხები მეკითხება. მე ვარ ბიზანტიის იმპერატორის ანდრონიკ კომნენის (კომნენოსი) შთამომავალი, დედაჩემის მხრიდან. ერთმა მითხრა, რად გინდათ თქვენ ეს ყველაფერი, კინოები გადაიღეო, მე ვუთხარი: სისხლი მაწუხებს-თქო. გენეტიკურად მაქვს საშუალება, რომ რაღაცას ვუხელმძღვანელო.

პრეზიდენტობის კანდიდატმა, რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ეს განცხადება ინტერნეტ გამოცემა 2020NEWS-თან საუბრისას გააკეთა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. შენგელაიამ ასევე თქვა, რომ ისეთი კონკურენტები ჰყავს, აუცილებლად გაიმარჯვებს.

კომენტარები