გახარია: მარიხუანის კულტივაციის ლიცენზირებისთვის უნდა შეიქმნას სპეციალიზებული სააგენტო

რეგულაციის ნაწილზე შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რეგულაციებისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას სპეციალიზებული სააგენტო, რეგულატორი, რომლის ფარგლებში მოხდება, როგორც სალიცენზიო პირების დადგენა, კონკრეტულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირობებში, ასევე, სხვადასხვა საქმიანობაზე იქნება სხვადასხვა ლიცენზია. ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ წარმოება, შეიძლება იყოს მოყვანა, წარმოება, გადამუშავება და ა.შ. ეს უნდა იყოს მკაცრად რეგულირებადი საქმიანობა, რომელსაც ეყოლება თავისი რეგულატორი, სადაც უმკაცრესი და რაც მთავარია, ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები იქნება აბსოლუტურად ღია, ტრანსპარენტული და ყველასთვის გასაგები. ამისთვის იქმნება სააგენტო, რომელმაც უნდა განსაზღვროს ტარიფები, ლიცენზიის საფასური, იმ კონკურსის სახეობები, რომლითაც ეს ლიცენზიები უნდა გაიცეს და ა.შ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ახალი კანონპროექტით გათვალისწინებულ მარიხუანის რეგულაციების გამკაცრებაზე ისაუბრა. გიორგი გახარიამ კანონპროექტის განხილვისას, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა, რომელიც ეხებოდა კანაფის მოყვანა-წარმოებისთვის საჭირო ლიცენზიებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები