სააკაშვილი კანაფზე: ივანიშვილს უნდა რომ ვაზის და ღვინის ქვეყანაში ვაზი აიჩეხოს

ივანიშვილი დანტერესებულია რომ გლეხები გაკოტრდნენ, ვაზის და ღვინის ქვეყანაში ვაზი გაიჩეხოს, თხილი და ციტრუსები ამოიძირკვოს, მიწები იაფად ჩაიგდოს ხელში, იმიტომ რომ ისინი აპირებენ ამ ნათესების დაცვას. შიესყიდის მიწებს და შემოღობავს ისევე როგორც ბოტანიკური ბაღი შემოღობა. 

როდესაც მოჰყავთ აშშ-ის მაგალითი, ბევრად უფრო თვალსაჩინო და ახლო მაგალითი გვაქვს ავღანეთის სახით. ავღანეთის ძველი კადრები რომ დაგუგლოთ, ეს 1970-იან წლებში იყო ძალიან წარმატებული ქვეყანა, განათლებული ხალხით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, შადრევნებით, უჩადრო ქალებით, კარგად ჩაცმული და აშ. სამოცდაათიან წლებში მასობრივად შემოვიდა ყაყაჩოს კულტურა და მთელი ქვეყანა გადავიდა ყაყაჩოს მოწევაზე. მე ნამყოფი ვარ ავღანეთში რამდენჯერმე და ვიცი რაზეც ვსაუბრობ. დღეს ეს არის ერთერთი ყველაზე გაუბედურებული ქვეყანა. ჩვენ კოლორადოს შტატობას კი არა, თუმცა კოლორადოშიც არ არის ყველაფერი კარგად, ჩვენ გვიმზადებენ ავღანეთს. ჩვენ გვიმზადებენ კოლუმბიას. დღეს, ახლა უნდა შევქმნათ წინააღმდეგობის ფრონტი და არ დავუშვათ ჩვენი ერის გადაგვარება და გადაჯიშება. 

ნარკოტიკებს მოაქვს დანაშაული, კარტელს მოაქვს ხელისუფლების უზურპაცია, მოაქვს უკიდურესი გაღატაკებდა და გამოშტერება მოსახლეობის. 

მეც ბოლომდე ჩავერთვები, აუცილებლად შემოგიერთდებით ბრძოლაში. სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს არ მიგატოვებთ!

ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები