მიგრაცია

სააკაშვილი: რა მნიშვნელობა აქვს ირანელებს მოქალაქეობა მისცეს თუ ბინადრობის ნებართვა?

რა განსხვავებაა ირანელებს მოქალაქეობა მისცეს თუ მუდმივი ბინადრობის ნებართვა? მრავალი ათასი ადამიანია შემოსული და არამხოლოდ ირანიდან. არიან შემოსული რუსეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, ერაყიდან, ინდოეთიდან. სახელმწიფო არის იმისთვის, რომ თავისი პრიორიტეტების მიხედვით შემოიყვანოს უცხოელები. მაგალითად, ბურები რომ შემოვიყვანეთ, ესენი არიან ოქროს ხალხი, სამხრეთ აფრიკელი ფერმერები, ჰოლანდიური წარმოშობის. ნახეთ რამდენმა ბურმა ისწავლა ქართული. რაც გააჩნდათ ყველაფერი ჩადეს სოფლის მეურნეობაში, დაასაქმეს ქართველები, ზოგიერთი მათგანი ქართულ ჯარსა და პოლიციაშიც წავიდა. თუ ჩამოიყვან ისეთ უკრაინელს, რომელიც ქართულს ისწავლის, ან ირანელს, რომელიც 1000 ქართველს დაასაქმებს, ჩემი თავი შემოევლოს.

ვინ თქვა რომ ეთნიკური ნიშნით ვასხვავებ? გეკითხებით, თქვენ ამ ხალხს, ვინც ბოლო წლებში შემოვიდა რამე შეამჩნიეთ დიდი ლტოლვა ან ქართულის სწავლისადმი? ან ქართული ტრადიციებისადმი? მე რაღაც ვერ შევამჩნიე ეს. მე ვამჩნევ, რომ ეს ხალხი ასეთივე წარმატებით შეიძლება წასულიყო ნიგერიაში ან ბრაზილიაში. 

2018 წლის 16 სექტემბერს რუსთავი 2-ის ეთერში თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 2018 წლის 1 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ facebook-ზე დაწერა, რომ გიორგი მარგველაშვილმა 5 ათას ირანელს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა. იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და 2014-2017 წლებში საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ 228 ირანელმა მიიღო.

კომენტარები