შინაგან საქმეთა სამინისტრო

გახარია: საგამოძიებო კომპონენტი ჩვენს სტრუქტურაში უნდა იყოს ელიტა

სამინისტროში ერთმნიშვნელოვნად გვაქვს პოზიცია, რომ საგამოძიებო კომპონენტი ჩვენს სტრუქტურაში უნდა იყოს გარკვეულწილად ელიტა. ეს უნდა იყოს ის ინტელექტუალური ბირთვი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საპოლიციო საქმიანობის მაღალი ხარისხი. რა თქმა უნდა, ოპერატიულ და საუბნო მიმართულებებთან ერთობლივი მუშაობის საფუძველზე.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ თემაზე – „საგამოძიებო სისტემის რეფორმა“ გამართულ კონფერენციაზე თქვა.

კომენტარები