ლევან ვასაძე

ვასაძე: რკინის ცოცხით არის დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ქვეყნიდან გასახვეტი

რკინის ცოცხით არის გასახვეტი დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ქვეყნიდან და შესაცვლელია არამარტო ის არამედ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სისეტემაც. იმიტომ რომ ეს ე.წ დემოკრატიული სისტემა რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენ ხომ ვხედავთ რასთან გვაქვს საქმე. 4 წელიწადში ერთხელ მოსახლეობას ეძლევა უღარიბესი, შეზღუდული, არავის რომ არ უნდა ისეთი არჩევანი. რომელიც იძულებულია რომ გააკეთოს და ამ არჩევანის მერე მოსახლეობას აღარავინ არაფერ ეკითხება და ამიტომ ვამბობ, რომ ეს დემოკრატია კი არ არის დემონოკრატიაა. მე ძალიან მწყინს და 1 %-ს მაინც ვინარჩუნებ იმედისა რომ ბიძინა ივანიშვილი გაიღვიძებს ამ ჰიპნოზისგან და სასწრაფოდ გადადგამს იმ ნაბიჯებს რომლებიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას მას კეთილი სახელი შევუნარჩუნოთ. 

ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ტვ. პირველის ეთერში თქვა.

კომენტარები