ქართული ოცნება

ქანთარია: 4 ლარისთვის თქვენ გაისვრით ხელს? მილიარდერისთვის 4 მლნ ფაქტიურად იგივეა

ეს არის, რა თქმა უნდა, შეთითხნილი, ძალიან ტრაფარეტული, არც თუ ისე ნიჭიერად გაკეთებული, რომ ხუთი წლის წინ თურმე გაუტყავებიათ და გადასახადებზე საერთოდ არ არის ლაპარაკი, კაცი თურმე პატიოსნად იხდის გადასახადებს, მაგრამ დააწვნენ და ნუ, ბიძინას 4 მილიონი ჰაერივით სჭირდებოდა.

ერთი რამ მითხარით, თქვენ 4 ლარისთვის გაისვრით ხელს სადმე? აი, ტალახში რომ დაინახოთ, 4 ლარს აიღებთ? ხომ არ აიღებთ? 4 მილიონი მილიარდერისთვის ფაქტიურად იგივეა. ის ახმარებს ამდენ ქველმოქმედებას და 4 ლარი გამოსწოვა თურმე ამდენი დიდი წვალების შემდეგ ასეთ ტანჯულ პერსონაჟს, ყველაფერი გასაგებია მგონი, მაგრამ აუცილებელია, რომ პროკურატურამ და საგამოძიებო ორგანოებმა ძალიან გულუბრყვილო, ბრაზილიური სერიალების მოყვარულ ხალხს აჩვენოს და მათ ჰქონდეთ ყველა პასუხი აუცილებლად

ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია "სერიალს" უწოდებს ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს და რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის დავალებით ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა და დაემუქრა. ეს კი, ოქუაშვილის თქმით, "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა.

კომენტარები