არჩევნები 2018

ივანიშვილი: ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით ჩვენს ისტორიას შორეულს შევეხმიანებით

ჩვენ ამით [სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით] ჩვენს ისტორიას შორეულს შევეხმიანებით, უახლოეს ისტორიას, პირველ ემიგრაციას და იმ ისტორიასაც დიდ პატივსაც მივაგებთ და თვითონ ქალბატონი სალომეს მოღვაწეობას დავაფასებთ, რომელიც მან ღირსეულად წარმართა თავის ცხოვრებაში.

მოგიწოდებთ ყველას, კიდევ ერთჯერ მაქსიმალური მობილიზაცია, თითოეულმა თქვენთაგანმა მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინეთ, მხარში დავუდგეთ და ჩვენ ჩვენს პატივცემულ ქალბატონს სალომე ზურაბიშვილს აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე. რა თქმა უნდა, ლომის წვლილი მის გამარჯვებაში იქნება მისი ისტორია, მისი მოღვაწეობა და ჩვენი დახმარებით და თანადგომითაც, ეს აუცილებლად მოხერხდება და გაფორმდება

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის, თუმცა, მას მხარს მმართველი გუნდი უჭერს.

კომენტარები