გია ხუხაშვილი

ხუხაშვილი: მთავრობამ საკუთარ წიაღში გაზარდა ურჩხული, რომელიც ახლა თავის მშობელს ჭამს

მთავარი პრობლემა "ქართული ოცნების" ზაზა ოქუაშვილი კი არ არის, ან ზაზა სარალიძე. მათი მთავარი პრობლემა არის ის, რომ საკუთარ წიაღში გაზარდეს ურჩხული, ურჩხული გამოკვებეს, რომელიც ახლა თავის მშობელს ჭამს. აი ეს არის მთავარი პრობლემა. ამას მიხედონ, შიგნით მიხედონ. მთავარი სიმსივნური დაავადება რომელიც მეტასტაზებით მოედო არამხოლოდ სახელისუფლებო სხეულს, არამედ სახელმწიფოებრივ სხეულს და დაარღვია ინსტიტუციური წესრიგი ქვეყანაში. ვინ რა გადაწყვეტილებას იღებს, ვინ რაზეა პასუხისმგებელი აბსოლუტურად გაუგებარია, ქაოსია და გველაპარაკებიან ისევ ამ 9 წელზე. მათ უნდა იცოდნენ რომ ამ საზოგადოებას არ უნდა წარსულით ცხოვრება. ჩვენ გვინდა ხვალ რა იქნება იმაზე ფიქრი. ხვალინდელ დღეზე უნდა გველაპარაკონ და არა ნეგატიური, აბსოლუტურად გაუგებარი გზავნილებით. 

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პალტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი"

კომენტარები