გია ხუხაშვილი

ხუხაშვილი: რიგგარეშე არჩევნებს აზრი არ აქვს, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა თუ ვერ მოესწრება

საკითხი ეხება პროპორციულ არჩევნებს, რიგგარეშეს აზრი არ აქვს ბუნებრივია, იმიტომ რომ რიგგარეშე და პროპორციული შეუთავსებელია. რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში კონსტიტუციური პროცედურით, ფიზიკურად ვერ ესწრება პროპორციულზე გადასვლა იმიტომ, რომ კონსტიტუციური ცვლილებებს საკმაოდ გაწელილი პროცედურა აქვს. შეუძლიათ პროპორციულზე გადასვა და თარიღის დატოვება. მეორე, ეს არის ლოიალური მიდგომა დაკავებულებისადმი. იმ 300-ზე მეტი ადამიანის მიმართ ვინც დაკავებულია, მე არ ვამბობ, რომ საერთოდ არავინ უნდა დაისაჯოს, მაგრამ მაქსიმალურად ლოიალურად უნდა შეხედონ და რაც მთავარია, აუცილებელია ძალის გადამეტების ფაქტების გამოვლინება და მათი დასჯა. თუ მოხდა სისტემაში ძალის გადამეტების ადეკვატური დასჯა, გახარიას თეორიული შანსი რჩება, რომ გადარჩეს. თუ გახარია აჩვენებს პოლიტიკურ ნებას და დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ ეს ძალის გადამეტება არ იყო მის მიერ სანქცირებული, არა იმ რიტორიკით, რომლითაც ლაპარაკობს, არამედ კონკრეტული ქმედებებით და ამის უამრავი ვიდეო ფაქტი არსებობს, ამ შემთხვევაში მას გადარჩენის თეორიული შანსი ჯერ კიდევ აქვს.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი რუსთაველის გამზირზე ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

კომენტარები