ოქუაშვილი ყიფიანზე: სარდაფიდან გამოსულს ჰგავდა, ბოლოსდაბოლოს, ვნახეთ ნამდვილი სპექტაკლი

ყველა ელოდა რაღაცას, რაც იქნებოდა დადგმული მთავრობის მიერ და ჩვენ, ბოლოსდაბოლოს, ვნახეთ ნამდვილი სპექტაკლი.

სარდაფიდან გამოსულს ჰგავდა ისევ ახლად, ასეთი გამომეტყველება ჰქონდა მას, შეშინებული, დათრგუნული

ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ლევან ყიფიანის განცხადებებს გამოეხმაურა. დაკითხვიდან გამოსულმა სპორტის ექსმინისტრმა თქვა, რომ მას ოქუაშვილმა შესთავაზა მაკომპრომატირებელი მასალის ჩაწერა, რასაც დათანხმდა. მანვე უარყო სარდაფის ეპოზოდი და განაცხადა, რომ "ეს არის ფარსი და შეურაცხმყოფელი, ასეთი რამე არ ყოფილა".

კომენტარები