ომეგა ჯგუფისა და იბერიის საქმე

მარგველაშვილი: დღეს ვხედავ, როგორ შეაქციეს ზურგი ლევან ყიფიანს, როგორ გაწირეს ის

თქვენ თანამებრძოლს, იმ ადამიანს ვინც თქვენიანი იყო, ასე რომ გაწირავთ, ეს თქვენ არ დაგიბრუნდებათ კარგად. ეს მეტყველებს იმაზე, რა სტანდარტებით მოქმედებთ. დღეს ვხედავ, როგორ შტაბელებად შეაქციეს ზურგი ჩვენს თანამებრძოლს, ლევან ყიფიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ, როდესაც ვეღარ ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში, არც ერთი არ მახსოვს, მაგრამ ლევანი იდგა ჩვენთან ერთად, ლევანი იბრძოდა ჩვენთან ერთად. ლევანი იყო ჩემი კოლეგა მინისტრი, როდესაც ჩვენ ვიყავით კოლექტიური ორგანოს მინისტრთა კაბინეტის წევრები. ზურგის შექცევა ლევან ყიფიანის მიმართ და იმისი არ გააზრება, რომ შეიძლება ის რთულ ვითარებაშია, მე პირადად არ შემიძლია, როგორც იმ ადამიანს, ვინც ლევან ყიფიანთან ერთად ვიდექი და ვისთან ერთადაც ჩვენ ვაპროტესტებდით იმ რეჟიმს, რომლის წარმომადგენლებიც დღეს რომ არიან ხელისუფლებაში, მაშინ ადეიშვილის და კეზერაშვილის კაბინეტებშიისხდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ლევან ყიფიანის საქმეს ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ დაკითხვიდან გამოსულმა სპორტის ექსმინისტრის თქმით, მას ოქუაშვილმა შესთავაზა მაკომპრომატირებელი მასალის ჩაწერა, რასაც დათანხმდა. მანვე უარყო სარდაფის ეპოზოდი და განაცხადა, რომ "ეს არის ფარსი და შეურაცხმყოფელი, ასეთი რამე არ ყოფილა".

კომენტარები