ვანო მერაბიშვილი

მერაბიშვილი: მარგველაშვილმა იცის, რომ ჩემი გათავისუფლება მისთვის ძალიან სარისკოა

ფორმალურად, პრეზიდენტს რომ სურვილი ჰქონოდა შეწყალების, ამის პრობლემა არ ჰქონდა. მე ვერ წარმომიდგენია და არც ვთვლი, რომ ვიღაც ადამიანები უნდა დავაყენო ასეთი დარტყმის ქვეშ. მშვენივრად იცის მარგველაშვილმა, რომ ჩემი გათავისუფლება მისთვის ძალიან სარისკოა. ალბათ იმხელა ზეწოლებია ყველას მიმართ და მათ შორის მარგველაშვილის მიმართ, რომ ვერ გაბედა საერთოდ კენჭი ეყარა. იცის რა სასტიკად ექცევა ეს ხელისუფლება და როდესაც ხელისუფლებაზე ვლაპარაკობ, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ. ალბათ, ვერ გარისკა. საერთოდ, მე არ მიყვარს ადამიანების დაყენება დარტყმის ქვეშ ჩემს გამო.

თქვა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და პრემიერმინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში, პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნის შესახებ. 

კომენტარები