ხორავას ქუჩის საქმე

მარგველაშვილი: ირინა ენუქიძის მსგავსად, სარალიძე იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს

უნდა გამოვეხმაურო ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენების აქტიურ პოლიტიკურ დისკუსიას. არ შემიძლია არ დავიწყო იმით, რომ კიდევ ერთხელ ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ზაზა სარალიძეს. ირინა ენუქიძის მსგავსად, ის იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს. ტრაგიკულია, რომ ათი წლის თავზე, იმ ტრაგედიიდან, რომელმაც შეძრა ქართული საზოგადოება, დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე, იგივე მოთხოვნით, იგივე ტრაგედიის საზოგადოებისთვის გაზიარებით დგას შვილმკვდარი მშობელი.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კომენტარები