ფარული აუდიოჩანაწერები

კალაძე ჩანაწერებზე: ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ზოგ მავნებელ პოლიტიკურ ძალას არეულობა სურს

ამ ყველაფერს უკავშირებენ საპრეზიდენტო არჩევნებს, მე გონია, რომ საერთოდ კავშირში არ არის საპრეზიდენტო არჩევნები ამ პროცესებთან. თუ ვინმეს რაიმე გადაცდომა აქვს, მთელი სიმკაცრით და კანონის ფარგლებში უნდა მოეთხოვოს პასუხი, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ზოგიერთ მავნებელ პოლიტიკურ ძალას სურს ქვეყანში არეულობის მოწყობა. არავინ არ გაბედოს კანონს მიღმა რაიმე ნაბიჯების გადადგმა, თორემ ყველა სათითაოდ აგებს მკაცრად პასუხს, ქვეყნის წინაშე საზოგადოების წინაშე და, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე

თბილისის მერი კახა კალაძე რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი და მასში მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

კომენტარები