არჩევნები 2018

გახარია: დეტალურად ვიცი ყველა გეგმა, რაც მზადდებოდა დესტაბილიზაციისთვის

წარმოდგენა არა მაქვს საერთოდ, რა ჩანაწერებზე საუბრობს ბატონი გვარამია, თუმცა 
დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმა, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და 
პროვოკაციების მოსამზადებლად და გარწმუნებთ როგორც ნეიტრალური უწყება, შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ეს ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს.

დეტალურ დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს. ამიტომ, ეს იქნება შეუძლებელი და მინდა, აბსოლუტურად გულწრფელად გითხრათ, რომ მათ შორის, მიყურადების შედეგად, ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში. ამის გარანტიას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრი გიორგი გახარია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მისი და მიხეილ სააკაშვილის ყალბი ჩანაწერების გავრცელებას გეგმავს.

კომენტარები