სარალიძე: დეკემბერში უნდა მოეკლა სუბელიანს თავი, როდესაც ჩემი შვილი მოკლეს

მოვედით მთავარ პროკურატურასთან, რომ თავი შევახსენოთ შალვა თადუმაძეს. რაღაც ისტორიებს თხზავენ, რომ მირზა სუბელიანმა თავის მოკვლა სცადაო. კადრები, რაც რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა, ხელისუფლებამ და ძალოვანმა უწყებამ აჟიოტაჟი ატეხეს - მირზა სუბელიანის, ჯაფარიძის უფლებები დაირღვაო, ვინ ჩაწერა ჩუმად და გამოძიება უნდა დავიწყოთო. თავად რომ გამოყარეს, მაგაზე გამოძიებას რატომ არ იწყებენ? სუბელიანმა ახლა კი არ უნდა მოიკლას თავი, მას დეკემბერში უნდა მოეკლა თავი, როდესაც მისი შვილის გამო, ჩემი შვილი და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. ახლა აღარ აქვს თავი მოსაკლავი. ვაჟკაცობა თუ უნდოდა, მაშინ ჩაედინა ვაჟკაცობა

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა ზაზა სარალიძემ დღეს მთავარ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე.

კომენტარები