არჩევნები 2018

ივანიშვილი: გუნდის ზოგიერთ წევრს ვეტყვი, ნუ კეკლუცობენ და მხარი დაუჭირონ ზურაბიშვილს

ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ შევახსენებ გუნდის წევრებს, ზოგიერთს... აბსოლუტური უმრავლესობა დღეს დარწმუნდა, რომ სწორი პოზიცია იყო [სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა], მაგრამ კიდევ თუ დარჩნენ ერთეულები, მათ შევახსენებ, ნუ კეკლუცობენ, და კეთილი ინებონ, პარტიის პოზიციას პატივი სცენ, ძალიან ღირსეული კანდიდატია ქალბატონი სალომე, ის ძალიან ბევრს იმსახურებს და მაქსიმალურად მხარი დაუჭირონ

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამი ტელევიზიის წამყვანებთან შეხვედრაზე.

კომენტარები