არჩევნები 2018

ივანიშვილი: სწორედ ქალბატონი სალომეს აქცენტს აქვს ჩემთვის ყველაზე დიდი ხიბლი

ძალიან ამაჩუყებული იყო ჩემთვის პირადად, როდესაც, მისმა შვილმა სცენაზე ცრემლი ვერ შეიკავა. ზოგიერთი ვაი-ქართველი, სხვანაირად ვერ დავარქმევდი მას, გამოთქვამს ქალბატონი სალომეს აქცენტზე, რომ ის ქართველი არ არის. ამით ჩემი აზრით, ხაზს უსვამს ქართულ ისტორიას, უახლეს ისტორიას, საქართველოს ისტორიას... სწორედ მის აქცენტს აქვს ჩემთვის ყველაზე დიდი ხიბლი. ხიბლი ჰქონდა მისი შვილის აქცენტსაც. მე რამდენი წელიწადია, საზღვარგარეთ მიცხოვრია და ყველას შეგახსენებთ, ძალიან რთულია, რომ შვილებს, მოზარდებს შეუნარჩუნო ქართული ენა, მშობლიური ენა და ის, რომ ქალბატონი სალომეს შვილი თემურიც და ქეთევანიც დაიბადნენ საფრანგეთში, გაიზარდნენ საფრანგეთში, ბოლომდე ჩამოყალიბდნენ საფრანგეთში და ასეთი ქართულით საუბრობენ, გარწმუნებთ, რომ ეს არის ძალიან რთული, ამას ახლავს ძალიან დიდი სამშობლოს სიყვარული, რომელიც გააჩნდათ მათ მშობლებს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიების შემდეგ.

კომენტარები