არასამთავრობო სექტორი

გიგაური: ივანიშვილმა იჭორავა, სად წავალ, რას გავაკეთებ და რას ვიტყვი, მისი საქმე არ არის

ივანიშვილის ინტერვიუებს, როგორც წესი, არ ვუსმენ. ნაკლებად მაინტერესებს მისი მოსაზრება ჩემთან დაკავშირებით. მითხრეს, რომ კვლავ მახსენა, სასამართლოზე არ დადისო და 7 ნოემბერი მისი დარბეულიაო, მოკლოდ იჭორავა!

კიდევ ერთხელ განვმარტავ, მე ვიჩივლე მურუსიძის სასამართლოში ცილისწამებისთვის ივანიშვილის მიერ მართული პირების წინააღმდეგ. მათ კომპენსაციის სახით 30 თეთრს ვთხოვ და იმ ფაქტების უარყოფას, რაც გააჟღერეს ჩემთან მიმართებით.

მე ჩემი ადვოკატის მეშვეობით არასოდეს გამიცდენია სასამართლოს პროცესი, რომელსაც ბოლომდე მივიყვან, სტრასბურგშიც რომ დამჭირდეს საჩივრის შეტანა. ამ სასამართლო პროცესზე მე თავის სამართლებელი არაფერი მაქვს. თავი უნდა იმართლონ ცილისმწამებლებმა. მოკლედ სად წავალ, რას გავაკეთებ და რას ვიტყვი, ეს ივანიშვილის საქმე არ არის და არც არასოდეს იქნება. ვურჩევდი, რომ მსგავს რიტორიკას შეეშვას, რადგანაც ასეთი დამოკიდებულება არასამთავრობო სექტორის მიმართ პირველ რიგში ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს. უკვე ყველაფერი ნათელია, ყველაფრის ლუსტრაცია მოხდა და ახლა ზუსტად ვიცი, ჩემზე თავდასხმების უკან ვინც დგას

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორი ეკა გიგაური ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება.

კომენტარები