არჩევნები 2018

უგულავა: საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემის საშუალებას არ აძლევენ

ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ უცხოეთში, კანონის შესაბამისად გაიარეს რეგისტრაცია, დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და შესაბამისად, უნდა იყვნენ სიაში. უცხოეთის უბნებზე, ქართველები ასობით და ათასობით კილომეტრს გადიან, აქვთ ინფორმაცია, რომ დადასტურებულად არიან სიაში და როცა მიდიან, ადგილზე ხვდებათ არაფერი, ანუ არ აძლევენ უფლებას, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და ეუბნებიან, რომ ისინი არ არიან სიაში. ცესკო ამაზე ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას, მაგრამ პირველ რიგში, ეს არის იუსტიციის სამინისტოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული გაყალბება.

 

განაცხადა პარტია "ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ.

კომენტარები