არჩევნები 2018

ბესელია: მეორე ტურში სულ სხვა მოცემულობაა - აქ არის შავი და თეთრი, წარსული და მომავალი

მეორე ტურში სულ სხვა მოცემულობაა - აქ არის შავი და თეთრი. წარსული და მომავალი. აი ეს არის დღეს გაცნობიერებული არჩევანის წინაშე მდგომი ჩვენი მოქალაქე. ყველა ის ადამიანი ვისთვისაც ღირებულია თავისუფლება და ვისაც არ უნდა წარსულის ჯოჯოხეთში დაბრუნება. მე მგონია, რომ არჩევანს გააკეთებს ნათლად, მკაფიოდ და გააზრებულად. ამიტომ მგონია, რომ ჩვენც უნდა გავიაზროთ, რა რეალობა და რა პრობლემებია მაგრამ ჩვენმა ამომრჩეველმაც უნდა გაიაზროს, რისთვისაც ამდენი ვიბრძოლეთ და რისთვისაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.

კომენტარები