არჩევნები 2018

ბაქრაძე: გამოვდივარ ოპოზიციური პარტიების II ტურის საკოორდინაციო შტაბის შექმნის ინიციატივით

გამოვდივარ ინიციატივით, რომ მეორე ტურის უკეთ მოსამზადებლად შეიქმნას ოპოზიციური პარტიების მეორე ტურის საკოორდინაციო შტაბი, სადაც ყველა ერთად ვიმუშავებთ, კოორდინირებულად მეორე ტურის მომზადების და გამარჯვებისთვის. რა თქმა უნდა ნაციონალურ მოძრაობას, ერთიან ოპოზიციას და ბატონ ვაშაძეს ჰყავთ თავიანთი შტაბი, მაგრამ ვინაიდან ჩვენი ამოცანაა დამატებითი ხმების მოზიდვა და ოპოზიციური პარტიების ერთად მუშაობა გამოვდივარ ინიციატივით შევქმნათ ერთობლივი საკოორდინაციო შტაბი, რომელიც იმუშავებს სწორედ იმაზე, რომ ოპოზიციის ხმები ერთიანად და კოორდინირებულად იქნეს მეორე ტურში მობილიზებული. ამასთან ერთად მივმართავ სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს, ბატონ შალვა ნათელაშვილს, ბატონ დავით უსუფაშვილს, ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს, სხვა მსურველებს, შემოუერთდნენ საკოორდინაციო შტაბის მუშაობას და მონაწილეობა მიიღონ მეორე ტურისთვის კოორდინირებულ მზადებაში.

პარტია "ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ბრიფინგი გამართა.

კომენტარები